რობერტო: "ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საკუთარი შანსების გამოყენებას"

რობერტო: "ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საკუთარი შანსების გამოყენებას"

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა კანტერას, სერხი რობერტოს იმედი აქვს, რომ გუნდის შემადგენლობაში უფრო ხშირად მოხვდება. იტყობინება, Sport.es.

"უკანასკნელი წლების მანძილზე, მე ხშირად მესმოდა, რომ "ბარსელონას" შემადგენლობაში მოხვედრა დაუჯერებლად რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამავდროულად თვალწინ უამრავი მაგალითი იყო. შემოდგომაზე მე გაცილებით უფრო მეტი სათამაშო დრო მივიღე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, მე შევძლებ საკუთარი შანსების გამოყენებას და გარკვეული პერიოდის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას. "ბარსელონას" ყველა აღზრდილი ოცნებობს გახდეს კლუბის მნიშვნელოვანი დეტალური მექანიზმი. არც მე ვარ გამონაკლისი." - განაცხადა, ფეხბურთელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.