როსელი ვენგერს დღეს შეხვდება

როსელი ვენგერს დღეს შეხვდება

კატალონიის "ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი, სანდრო როსელი დაინტერესებულია სესკ ფაბრეგასის შეძენით. "ბლაუგრანას" არაერთი მცდელობა ფეხბურთელის ესპანეთში დაბრუნების უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა ახალი პრეზიდენტი ახალი ძალებით ცდილობს მის ყიდვას.

უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟუან ლაპორტამ  ლონდონელებს 35 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მისი მცდელობა მცდელობადვე დარჩა. "მეთოფეები" ფაბრეგასის ტრანსფერიდან მაქსიმალური თანხის აღებას ცდილობენ. თავად ფეხბურთლი თანახმაა "ბარსელონაში" დაბრუნებაზე, თუმცა მხოლოდ მისი სურვილი არ კმარა.

დღეს როსელი პირადად შეხვდება არსენ ვენგერს, რომელსაც სესკი მამასავით ენდობა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მომავალი ვენგერის ხელშია. სწორედ ამიტომ, სანდრომ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება და ფრანგთან შეხვედრა გადაწყვიტა.წასვლამდე მან კომენტარი გააკეთა, სადაც მკაფიოდ დააფიქსირა მისი აზრი და განაცხადა, რომ "ბარსა" არ გადაიხდის ფაბრეგასში ასტრონომიულ თანხას.

"ჩვენ არ ვაპირებთ გადავიხადოთ იმაზე მეტი, რაც სესკის რეალური ფასია. მას ბოლო შანსი აქვს კატალონიაში დაბრუნების – ან ახლა, ან არასდროს! მე შევხვდები ვენგერს და ყველაფერს გავარკვევთ"– განაცხადა სანდრომ.

 

წყარო : http://www.barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.