"ხეტაფე"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები

"ხეტაფე"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები

იხილეთ საინტრესო ფაქტები გუშინდელი დაპირისპირებიდან:

  • "ლა ლიგაში" "ხეტაფემ" მეორედ დათმო თამაში, რომელშიც ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა.
  • წინა წელს პედრომ ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა, წელს კი უკვე 10.
  • პედრომ "ლა ლიგაში" მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
  • პედრომ 9 წუთში შეძლო 3 გოლის გატანა. წინა სეზონში ფალკაომ ამდენივე გოლი 7 წუთში გაიტანა.
  • 1999 წლის შემდეგ პედრომ ყველაზე სწრაფად გაიტანა 3 გოლი კლუბის ისტორიაში. 1999 წელს დანიმაც 9 წუთში გამოიჩინა 3-ჯერ თავი.
  • გოლი+პასი სისტემის მიხედვით, ფაბრეგასს, ნეიმარის მსგავსად, 21 ქულა აქვს. 
  • ყველა ჩემპიონატში გატანილი გოლების მიხედვით, პედრო და მესი ბომბარდირები არიან. ორივემ 14-14 გოლი გაიტანა.
  • "ლა ლიგაში" "ხეტაფემ" პირველად გაუშვა 5 ბურთი საშინაო არენაზე თამაშისას.
  • ბოლო 5 სეზონის განმავლობაში "ბარსელონა" შობას ლიდერის რანგში მეოთხედ შეხვდა.
  • კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი ეკუთვნის კუბალას. მან 3 გოლი 6 წუთში გაიტანა.
  • 2013 წლის საუკეთესო კლუბი "ლა ლიგაში" გახდა "ბლაუგრანა", რომელმაც ჩაატარა 38 თამაში, აიღო 97 ქულა, გაიტანა 107 გოლი და გაუშვა 33.
  • როგორც საშინაო, ასევე გასვლითი თამაშების მიხედვით, 2013 წლის საუკეთესო კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში გახდა "ბარსა".
  • "ბარსელონამდე" წლის განმავლობაში ყველა საშინაო თამაში მოიგო მადრიდის რეალმა 1989 წელს.
  • 2013 წელს გამართული 59 ოფიციალური შეხვედრიდან კატალონიელებმა მოიგეს 40, წააგეს 8 და ფრედ ითამაშეს 11 (ბურთების შეფარდება 151-60).
  • კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი წლები: 2012 - 175 გოლი, 2011 - 170 გოლი, 2010 - 154 გოლი, 2013 - 151 გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.