გუშინდელი შეხვედრის საინტერესო ფაქტები

გუშინდელი შეხვედრის საინტერესო ფაქტები

იხილეთ გუშინდელი თამაშის საინტერესო ფაქტები:

  • ხერარდ პიკემ "ბარსელონას" მაისურით 250-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა: 153 ლა ლიგაში, 58 ჩემპიონთა ლიგაში, 26 ესპანეთის თასზე, 9 ესპანეთის სუპერთასზე, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 1 ევროპის სუპერთასზე. 
  • ტრავმით გამოწვეული 7 კვირიანი უთამაშებლობის შემდეგ ვიქტორ ვალდესი მოედანზე დაბრუნდა. 
  • გუნდმა ვალდესთან ერთად კიდევ ერთხელ შეინარჩუნა კარი მშრალად, რაც "ესპანიოლთან" თამაშის შემდეგ პირველად მოხდა. 
  • ინიესტას ჰქონდა ყველაზე ბევრი ზუსტი პასი გუშინდელ შეხვედრაში (95). მეორე ადგილზეა სესკი 87 გადაცემით. 
  • ბურთი ყველაზე ბევრჯერ, 9-ჯერ, დაიბრუნეს ბარტრამ და სონგმა. 
  • ალექსის სანჩესმა კატალონიელთა რიგებში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ლა ლიგაში გატანილი 11 გოლით ჩილელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია პედროსთან ერთად. 
  • პედრომ ზედიზედ 3 თამაშში გაიტანა. მან გაუტანა "კარტახენასა" და "ხეტაფეს." 
  • ალექს სონგმა შეუცვლელად ითამაშა, რაც "ბეტისთან" თამაშის შემდეგ პირველად მოხდა. 
  • 2013 წლის პირველი შეხვედრა "ბარსამ" იგივე ანგარიშით (4-0) მოიგო. კატალონიელებმა მაშინ "ესპანიოლი" დაამარცხეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.