სეზონის პირველი ნახევრის მიმოხილვა: ყოჩაღ ტატა!

სეზონის პირველი ნახევრის მიმოხილვა: ყოჩაღ ტატა!

ლა ლიგის ლიდერები, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპსა და ესპანეთის თასის შემდეგ რაუნდში გადასულები, ესპანეთის სუპერთასის ჩემპიონები. ეს "ბარსელონას" ამდროინდელი მიღწევებია ტატა მარტინოს ხელმძღვანელობით. უკეთესის წარმოდგენა რთულია...

ტატა მარტინო მივიდა კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გაანადგურა "ბაიერნმა" და საშინაო არენაზე დაამარცხა "მადრიდის რეალმა". მიუხედავად ესპანეთის ჩემპიონობისა, კატალონიელებს ცვლილება ნამდვილად სჭირდებოდათ. გუნდის შეტევებს კრეატიულობა აკლდა, ხოლო დაცვას ორგანიზება და გულშემატკივრებმა დაიწყეს კითხვების დასმა: ეს ტიტოს ბრალია? ნუთუ ზოგიერთი ფეხბურთელი ვეტერანი ხდება? დარჩათ მათ ტიტულების მოგების სურვილი? გვჭირდება გვარდიოლას დაბრუნება?

მარტინოს თანხმობა პირველი პლუსია მის სასარგებლოდ, ის მზად იყო მუდმივი ზეწოლისა და დამყრობელი "ბარსას" დაბრუნების მოლოდინისათვის. ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა ტატას შესაძლებლობებში. მართლაც, ეს გიგანტური ნაბიჯი იყო არგენტინელის კარიერაში, მაგრამ მან დაეჭვებულ ხალხს საპირისპირო დაუმტკიცა.

მისი მოსვლიდან, მარტინომ გვაჩვენა სწავლის, კონკურენციის და მოგების სურვილი. ეს ახალი ეტაპი მარტინოს კარიერაში იყო შანსი, რომ დაემტკიცებინა თავისი სიძლიერე.  ბარსელონაში ჩასვლამდე მას უკვე სცემდნენ პატივს ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ალექსის სანჩესი და ლეო მესი. მალე გულშემატკივრებმა შევამჩნიეთ ახალი მწვრთნელის გავლენა ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელ პრობლემაზე, დაცვის ხაზზე.

მარტინოს მოსვლამდე ყველა ფანი ახალი ცენტრალური მცველის ყიდვას ითხოვდა, მაგრამ ამ განუხორციელებელმა ტრანსფერმა არ შეაშინა ტატა, არამედ მან გაგვაცნო მარკ ბარტრა. ბარტრას პოტენციალს არავინ არ უყურებდა ეჭვის თვალით, მაგრამ  იყო ახალგაზრდა მცველი მზად პირველი გუნდისათვის? როგორც დავინახეთ, ის იყო მზად. არგენტინელმა ბარტრას თავის გამოჩენის საშუალება მისცა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ უფრო მეტი, კერძოდ მარკის ეფექტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყოფილ საუკეთესო მცველზე, ჟერარდ პიკეზე, რომლის თამაშში გაუმჯობესება შეინიშნება. პუიოლი იქნებოდა ტრავმირებული თუ ალბა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მარტინოს ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდა პასუხი.  მართალია, გუნდს სტანდარტულ სიტუაციებში ისევ უჭირს, მაგრამ ეს სიმაღლის პრობლემაა და არა ტაქტიკის. ტატამ მოითხოვა დისციპლინა და შედეგად მივიღეთ სოლიდური დაცვის ხაზი.

"ბარსელონას" კიდევ ერთი პრობლემა გადაღლილობა იყო. წინა სეზონში ფეხბურთელთა გამოყენება არ იყო სწორი. ვილანოვა იშვიათად ცვლიდა სასტარტო შემადგენლობას. შესაბამისად, ბევრს სათამაშო დრო მოაკლდა, რეგურალურ მოთამაშეებზე ზეწოლა კი გაიზარდა. მარტინოს როტაციის სისტემა პეპისას ჰგავს და ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც წასვლაზე ფიქრობდა, ახლა გადაწყვეტილების გადახედვას აპირებს (განსაკუთრებით მარტინ მონტოია). არგენტინელმა ფეხბურთელების ნდობა დაიმსახურა.

რაც მთავარია, მარტინო საოცრად კონკურენტუნარიანია. მოგებული თამაშის შემდეგ მისგან კრიტიკა ხშირად გვსმენია, რადგან მან იცის, რომ მოთამაშეებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. ტატა მაქსიმუმს მოითხოვს და თუ ასე გაგრძელდა, იქნებ "ბარსელონა" ძველებურ სიძლიერესაც დაუბრუნდეს? მარტინოს ამბიცია, ტიტულების წყურვილი და გაუმჯობესების სურვილი არის ის იარაღი, რომლის გამოყენებით გუნდმა შეიძლება ტრიპლეტი მოიგოს. რაც შეეხებათ კრიტიკოსებს, მოდით, დავაცადოთ ტატას. ის სწორი მიმართულებით მიდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.