ისკო: "ბარსელონას" თებერვალში ყოველთვის უჭირს"

ისკო: "ბარსელონას" თებერვალში ყოველთვის უჭირს"

"ბლანკოსის" ნახევარმცველს, ისკოს, ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონის გახდომას შეძლებს.

"მესამე ადგილი - არ არის პოზიცია, რომელზეც მადრიდის "რეალი" უნდა იყოს. ჩვენ სიტუაცია სეზონის მეორე ნახევარში უნდა გამოვასწოროთ. შესანიშნავად ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ყველა ოპონენტი ძლიერია, მაგრამ თუ ჩვენ ამას ჩავარდნის გარეშე გავაკეთებთ, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. "ბარსელონას" თებერვალში ყოველთვის რთული პერიოდი უდგას, "ატლეტიკო" ხშირად ძლიერი არ არის გაზაფხულზე".

"ჩვენ გვექნება შანსი დავბრუნდეთ ესპანური ფეხბურთის ტახტზე. ამისთვის ყველა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა თავის გუნდს დაეხმაროს", - განაცხადა ისკომ, Marca-სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.