ალვეში ”ვალენსიასთან” მატჩს სიფრთხილით ეკიდება
კატალონიის ”ბარსელონას” მცველს, დანი ალვესს ეჭვი არ ეპარება, რომ მის გუნდს რთული გამოცდა ელის ”მესტალიაზე”.
ესპანეთის ჩემპიონატს ”ბარსელონა” ლიდერობს და იგი 7 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან მადრიდის ”რეალს”. ასეთი შედეგის გამო ბევრი თვლის, რომ ”ლურჯ-ბროწეულისფრები” ზედიზედ მესამედ მოიპოვებენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.
”მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ გვეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.”- განაცხადა ალვეშმა fifa.com-თან ინტერვიუში. ”ჩვენი მთავარი მიზანია მუდმივი პროგრესირება. ”რეალი” ყოველთვის გაგვიწევს სერიოზულ კონკურენციას.”
”ღამურებთან” მოსალოდნელ მატჩზე კი ალვეშმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ”ბილბაოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სადაც თამაში ძალიან რთულია, ”ვალენსია” ძალიან კარგ ფსიგოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ პირველ რიგში გვმართებს საკუთარ თავზე კონცენტრირება. შვიდი ქულა არც ისე დიდი უპირატესობაა, ამიტომ ერთი წუთითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]