მესი "ელჩესთან" არ ითამაშებს

მესი "ელჩესთან" არ ითამაშებს

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში, "ელჩეს" წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მიიღებს, იტყობინება Barcastuff-ის "თვითერი".

ინფორმაციის თანახმად, სამწვრთნელო შტაბის წევრებმა გადაწყვიტეს არ გარისკონ.

ამდენად, მესი მოედანზე ესპანეთის თასის 1/8 ფინალის მატჩში დაბრუნდება, "ხეტაფეს" წინააღმდეგ, რომელიც 9 იანვარს გაიმართება. სავარაუდოდ, მესი სრულ მატჩს არ ითამაშებს და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდება.

მოსალოდნელია, რომ ლეო 90 წუთს მოედანზე 11 იანვარს გაატარებს, როდესაც "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.