მესი "ატლეტიკოსთან" დაბრუნდება
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი, რომელიც აღდგენითი პროცესის დასკვნით სტადიაზე იმყოფება, შესაძლოა მოედანს ლა ლიგის მე-19 ტურში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ დაუბრუნდეს, რომელიც 2014 წლის 12 იანვარს "ვისენტე კალდერონზე" შედგება. იტყობინება, Marca.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი არგენტინიდან კატალონიის დედაქალაქში, 2 იანვარს უნდა დაბრუნდეს. "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი აღდგენითი კურსების შემდეგ დაესვენებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბი მესის ლა ლიგის მე-18 ტურში "ელჩესთან" მატჩში არ გამოიძახებს, რომელიც 5 იანვარს გაიმართება. ამის გარდა არ არის გამორიცხული, რომ მესიმ 9 იანვარს ქვეყნის თასის შეხვედრაც გამოტოვოს, რომელსაც გუნდი "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]