რეინა "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში რჩება

რეინა "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში რჩება

"ბარსელონამ" არ უარყო პეპე რეინას შეძენის იდეა, მიუხედავად მარკ ანდრე ტერ შტეგენის მოპოვების კარგი შანსისა, მიონხენგლადბახის "ბორუსიადან".

რეინას "ბარსელონა" განიხილავს როგორც გერმანელი მეკარის დუბლიორს იმ შემთხვევაში, თუ ხოსე მანუელ პინტო კარიერის დასრულებას გადაწყვეტს. არის შანსი იმის, რომ ეს მეკარე მომავალ ზაფხულში სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაში შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ რეინა "ლივერპულს" ეკუთვნის, ამ სეზონში კი "ნაპოლიში" არენდით იმყოფება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.