სანჩესის გოლი საუკეთესოდ აღიარეს

სანჩესის გოლი საუკეთესოდ აღიარეს

ალექსის სანჩესის მიერ "რეალის" კარში გატანილი გოლი მადრიდული Marca-ს მომხმარებლებმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

სეზონის პირველ "კლასიკოში", "ბარსელონამ" "რეალი" 2:1 დაამარცხა. სტუმართა კარში მე-2 გოლი კატალონიელთა ჩილელმა თავდამსხმელმა გაიტანა, რომელმაც დიეგო ლოპესს ბურთი თავზე გადაუგდო.

Marca-ს გამოკითხვაში მონაწილეობა 58.973-მა ადამიანმა მიიღო და მათი 29.7%-ის აზრით, საუკეთესო სწორედ სანჩესის გოლი იყო. მე-2 და მე-3 ადგილებზე დიეგო კოსტა და კრიშტიანუ რონალდუ გავიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.