ვალდესი განაცხადს დაუბრუნდა
ხერარდო მარტინომ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "ელჩესთნ" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. კარგი ამბავი ისაა, რომ განაცხადში მოხვდა ვიქტორ ვალდესი, რომელიც დაახლოებით თვენახევარი ტრავმირებული იყო.
14 დეკემბრის შემდეგ განაცხადში პირველად მოხვდა ჩავი ერნანდესი. გუნდს დაუბრუნდა ნეიმარიც, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.
როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადს მიღმა დარჩა ლიონელ მესი. "ელჩესთან" ვერც დანი ალვესი ითამაშებს, რომელიც ავადაა, ხოლო სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიცირებულია.
"ელჩესთან" მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება:
ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო, ს. რობერტო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]