განაცხადი „ალმერიასთან“ მატჩისთვის

განაცხადი „ალმერიასთან“ მატჩისთვის

ტატა მარტინომ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "ალმერიასთან" კვირას გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ, განაცხადს დაუბრუნდა ხორდი ალბა. სამგიეროდ, განაცხადს მიღმა დარჩა ხოსე მანუელ პინტო, რომელსაც ზურგის ტკივილები აწუხებს.

განაცხადში ტრავმების გამო ვერ მოვხვდნენ პიკე, დოს სანტოსი და კუენკა, ხოლო მონტოია, აფელაი და სერხი რობერტო მწვრთნელის გადაწყვეტილებთ დაისვენებენ.

"ალმერიასთან" გასამართ მატჩში "ბარსელონას" განაცხადი ასეთია: ვალდესი, ოიერი, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო, ალვესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.