მარტინოს პრესკონფერენცია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია მესიზე საუბრით დაიწყო. "მას მკვლელის თვალები აქვს"- ასე დაახასიათა ტატამ ფეხბურთელის განწყობა არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ. "ის კარგ ფორმაში იმყოფება. მესიმ სამივე სავარჯიშო სესია კარგად ჩაატარა"- თქვა მარტინომ, რომელმაც არ გარისკა და მესი განაცხადში არ შეიყვანა.
ტატამ სხვა ფეხბურთელების კონდიციებზეც ისაუბრა. "ჩვენ კმაყოფილნი ვართ ფეხბურთელების კონდიციებით. ჩვენი თამაშის გაუარესების არავითარი მაჩვენებელი არ არის, თითქოს ფეხბურთელები არც წასულან დასასვენებლად."
იანვარი ძალიან მძიმე თვე იქნება კლუბისათვის შუა კვირის თამაშებისა და "ატლეტიკოსთან" გასამართი შეხვედრის გამო. "თითოეული ტურნირი მნიშვნელოვანია"- განაცხადა მარტინომ. "ჩვენ ვერ მოვდუნდებით ვერცერთ გათამაშებაში." თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია "ელჩესთან" გასამართი დაპირისპირება. "ელჩე" ლა ლიგაში ახლახანს დაბრუნდა, მაგრამ "ბარსელონა" მეტოქეს სრული სერიოზულობითა და დიდი პასუხისმგებლობით მიუდგება. "ელჩეს" ბოლო დროს კარგი შედეგი აქვს და მათთან მარცხი საკმაოდ რეალურია. დეკემბერში ჩვენი მიზანი ყველა ტურნირში ადგილის შენარჩუნება იყო და ეს შევძელით. ახლა ესპანეთის თასსა და ლა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგა დროებით მოიცდის"- განაცხადა არგენტინელმა.
მარტინომ ტრავმებზეც ისაუბრა. "გუნდისაგან მოსალოდნელი რეაგირება ვიხილეთ. ვაფასებთ, თუ როგორ გაართვეს თავი ამ პრობლემას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 5 თვის განმავლობაში ამ მხრივ გაგვიმართლებს."
აფელაი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ტატამ აღიარა, რომ ის ჰოლანდიელზე გარკვეულ იმედებს ამყარებს. "ის ჩვენთვის სასურველი მოთამაშეა. გვსურს, რომ აფელაიმ განვითარება გააგრძელოს. გვსიამოვნებს, რომ ის ჩვენი გუნდის ნაწილია."
[media=http://www.youtube.com/watch?v=Q7kGo9v9qWE]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]