ტატა მარტინოს პრესკონფერენცია
"მალაგასთან" დაპირისპირებამდე ტატა მარტინომ გამართა პრესკონფერენცია, რომლის მთავარი თემები ფეხბურთი და როსელის გადადგომა იყო. მარტინომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მადლიერება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მოვლენას გუნდზე ზეგავლენა არ ექნება.
"ეს ფეხბურთზე ფოკუსირების მომენტი იყო. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ გუნდს კარგი განწყობა ჰქონდა. მე იზოლირება და ფეხბურთელებზე ფოკუსირება ვცადე. ჩვენი პასუხი მოედანზე უნდა გავცეთ" - განაცხადა მარტინომ, რომელიც ესაუბრა როსელს. მწვრთნელის თქმით, როსელის გადადგომა კარგი სიახლე არ არის.
თუმცა, ტატა ახალ პრეზიდენტთან ერთად ისევე კომფორტულად გრძნობს თავს, როგორც როსელის დროს გრძნობდა.
"არ ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია შესუსტდა. სუბისარეტა და ბართომეუ არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოსვლის დღიდან ყველაზე ხშირად ვესაუბრები."
მწვრთნელის აზრით, ეს მდგომარეობდა გავლენას არ მოახდენს გუნდზე. "მე ვიცნობ ამ გუნდს. მათ კლუბისათვის თამაში სიამოვნებთ. მათ სურთ გამარჯვება, კარგად თამაში, სტილის პატივისცემა და ისინი მოგებას ცდილობენ." ნეიმარზე საუბრისას ტატამ თქვა: "ის ნორმალურად, ჩვეულებრივად გამოიყურება. ეს ვითარება მის დაბრუნებასა და ფეხბურთზე გავლენას არ მოახდენს."
"მალაგას" დროა
შემდეგ მწვრთნელმა "მალაგაზე" ისაუბრა: "ბურთს ძირითადად ჩვენ გავაკონტროლებთ. "მალაგა" თავს დაიცავს და საკუთარ შესაძლებლობებს დაელოდება. ჩვენს პირველ საგოლე მომენტებზე უნდა ვიფიქროთ. ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის მოგებას უნდა მივაქციოთ."
არგენტინელმა ინიესტასა და აფელაიზე გააკეთა კომენტარი. "ინიესტას მდგომარეობა დიდად არ გვაშფოთებს. რამდენიმე დღე ვაკვირდებით მის პროგრესს, რაც დიდხანს არ გაგრძელდება. ამ კვირას აფელაი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ამიტომ შევიყვანეთ განაცხადში."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]