მარტინო: "მესისთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები ვიქნებით"
ხერარდო მარტინომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა "ელჩეს" შანსი არ დაუტოვა და დასძინა, რომ "გარდა ერთი ეპიზოდისა პირველ ნახევარში, ჩვენ ვიყავით ძალიან კონცენტრირებულნი და სრულად ვაკონტროლებდით მეორე ნახევარს".
მწვრთნელმა აღნიშნა ალექსის სანჩესი, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, რადგან ის უკეთესად მომზადებული იყო. "ალექსისა და ნეიმარს შორის, ალექსისი უკეთეს კონდინციებში იყო და ჩვენ უნდა აგვერჩია ერთი ორიდან. ჩვენ შევეცადეთ აგვერჩია ის, ვინც უკეთეს კონდინციებში იყო", თქვა მარტინომ, რომელმაც განაცხადა, რომ პედრო "არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მოიგოს ნებისმიერი მწვრთნელის ნდობა. მას ყოველთვის აქვს პასუხი გუნდისთვის. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გააკეთოს საგოლე პასი, გაიტანოს გოლები. ის არის გულუხვი თავის თანაგუნდელებთან. ძნელია, როდესაც მისი სკამზე დატოვება გვიწევს".
ინტელექტუალი ფეხბურთელები
მარტინოს, როდესაც ჰკითხეს სესკის ფორმის შესახებ, მან თქვა, "ჩვენ გვყვავს ბევრი ინტელექტუალი ფეხბურთელი და სესკი ერთ-ერთი საუკეთესოა ჭკვიანური თამაშში. მან იცის, როდის დაეხმაროს მის თანაგუნდელს და მისცეს შესანიშნავი საგოლე პასი, ის ყოველთვის პოულობს თავისუფალ სივრცეს". მწვრთნელმა შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი კიდევ უფრო უკეთესი იქნება, როდესაც ლეო მესი დაბრუნდება: "საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში გუნდზე გავლენას მოახდენს. ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები ვიქნებით".
მარტინომ, ასევე შეაქო დიეგო სიმეონეს გაწეული სამუშაი მისი გუნდისთვის: "მადრიდის "ატლეტიკოს" ყველაფრის მოგება შეუძლია. ისინი აშენებენ დიდ რაღაცას, არ აქვს მნიშნელობა, თუ ვისთან ითამაშებენ". დასასრულს, მარტინომ თქვა, რომ "ბარსა" "კარგად თამაშობს" და რომ "მე აქ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ ადგილი სასტარტო შემადგენლობაში არავის აქვს გარანტირებული, რომელიც არ არის დადგენილი და გუნდი მწვრთნელის ხელში რჩება".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]