„ბარსელონა“-„სიტი“. მარტინო მატჩის შემდეგ
ხერარდო მარტინომ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები "მზად არიან ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ" და რომ "ჩვენ კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ ნდობა საკუთარი თავში და ჩვენ შანსებში (წარმატებების ამ სეზონში). ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები სეზონის დარჩენილ ნაწილში."
გარდა ამისა, მარტინომ აღნიშნა ნეიმარის დაცვაში თამაში: "ნეიმარი - გუნდური ფეხბურთელი, მან დიდი სამუშაო შეასრულა დაცვაში. მატჩის პირველ ნახევარში მას ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მისი შეცვლა კი ნიშნავს იმას, რომ ის ჯერ არ არის მზად 90 წუთის სათამაშოდ."
"ვალიადოლიდში ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი. ჩვენი თამაშის ცუდი ვერსია ვაჩვენეთ, მაგრამ დღეს ჩვენი რეპუტაციის გადარჩენა შევძელით. თუ გასული კვირის მატჩში საკუთარ თამაშს ვაჩვენებდით, ლა ლიგაში უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ახლა სეზონის ისეთ ნაწილში ვიმყოფებით, რომელშიც უნდა შევინარჩნოთ სიმშვიდე." - განაცხადა მარტინომ და დაამატა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" თამაში გააკონტროლა "მეორე ტაიმის დასაწყისში."
როდესაც მწვრთნელს მისი ფეხბურთელების შესახებ ჰკითხეს, მარტინომ შეაქო თითოეული მოთამაშე: "ინიესტა - ერთ-ერთი ყველაზე შეთავსებადი ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარში." - თქვა ტატამ, რომელმაც ასევე ისაუბრა მასკერანოსა და ვალდესის თამაშზე: "მასკერანოს აქვს სათამაშო მანერი, რომლის საშუალებით ის ძალიან იშვიათად უშვებს შეცდომებს. ის კიდევ ერთხელ იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფეხბურთელებიდან. ვალდესი ძალიან საიმედო იყო ამ სეზონის ბევრ მატჩში. ის არ ჩამორჩება "რეალის", "ბაიერნისა" და "ატლეტიკოს" მეკარეებს."
ბოლოს, მარტინომ რამდინმე სიტყვა თქვა "მანჩესტერ სიტიზე": "ისინი იყვნენ ძლიერები. ისინი კარგები არიან კოლექტიურად და ინდივიდუალურად. თუ ჩვენ შევძელით ასე თამაში ("სიტის" წინააღმდეგ), მაშინ ჩვენ შეგვიძლია ასეთივე დონეზე თამაში ჩვენი მომავალი მეტოქეების წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გუნდთან სათამაშოდ."
[media=http://www.youtube.com/watch?v=RWh5CvIFebI]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]