ოცნების გუნდის დიდებული გამარჯვების შემდეგ 20 წელი გავიდა

ოცნების გუნდის დიდებული გამარჯვების შემდეგ 20 წელი გავიდა

დღეს ოცნების გუნდის დიდებული გამარჯვების მეოცე წლისთავია. რომარიოს ჰეთ-თრიქით, კუმანისა და ივან იგლესიასის გოლებით დაფიქსირდა ანგარიში, რომლის გამეორებას 17 წელი დასჭირდა.

რომარიოს მაგია

იმ ელ კლასიკოს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რომარიოს ბრწყინვალე გოლი იყო, რომელიც 24-ე წუთზე გაიტანა მას შემდეგ, რაც ალკორტას გასცდა.

საოცარი მეორე ტაიმი

მეორე ტაიმში კამპ ნოუ გაგიჟდა სიხარულისაგან. კუმანის შესანიშნავი დარტყმა და 2-0 "ბარსელონას" სასარგებლოდ. შემდეგ რომარიომ კიდევ ორი გოლი გაიტანა, ივან იგლესიასის გოლით კი "ბარსას" ფანებმა იხილეს "მანიტა". გამარჯვების შემდეგ კატალონიელებმა 4 ქულით გაუსწრეს "რეალს", თუმცა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყო "დეპორტივო", რომელსაც ტიტული გათამაშების ბოლოს "ბარსელონამ" წაართვა.

1994 წლის 8 იანვარს დაფიქსირებული ანგარიში 5-0 17 წლის შემდეგ გაიმეორეს გვარდიოლას ფეხბურთელებმა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=Tw6Jgsn_YkQ]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.