25 წელი ისტორიული მატჩიდან: "ბარსა"-"რეალი" 5-0

25 წელი ისტორიული მატჩიდან: "ბარსა"-"რეალი" 5-0

"ბარსელონას" ისტორიაში, 8 იანვარი მნიშვნელოვანი დღეა. 1994 წელს, ზუსტად 25 წლის წინ, კატალონიელებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე, მადრიდის "რეალი" "კამპ ნოუზე" 5-0 გაანადგურეს. 

იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, 24-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა რომარიოს გოლით, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ამას რონალდ კუმანის მიერ ზუსტად შესრულებული ჯარიმა, რომარიოს კიდევ ორი გოლი და ივან იგლესიასის შედეგიანი დარტყმა მოყვა. 

სეზონის ბოლოს, ლა კორუნიის "დეპორტივო" პრიმერა დივიზიონის პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ჩემპიონი მაინც "ბარსელონა" გახდა. 

ბარსელონა-რეალი 5:0

"ბარსელონას" შემადგენლობა: სუბისარეტა, ფერერი, გვარდიოლა, კუმანი, სერჟი, ბაკერო (იგლესიასი 75'), გოიკოეჩეა, სტოიჩკოვი (ლაუდრუპი 47'), ამორი, რომარიო, ნადალი. 

"რეალის" შემადგენლობა: ბუიო, პაკო ლორენტე, ლასა, ალკორტა, სანჩისი, მილია (ბუტრაგენიო 54'), ლუის ენრიკე, მიჩელი, სამორანო, პროსინეჩკი, ალფონსო (იერო 25'). 

მსაჯი: ურიო ველასკესიე. 

გოლები: 

1-0  რომარიო 24'

2-0 კუმანი 47'

3-0 რომარიო 57'

4-0 რომარიო 81'

5-0 იგლესიასი 86' 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    B A R C A M A N
    სტუმარი [?]
    #1 9 იანვარი 2019 15:38
    1
    5-0 უკვე ჩვეულებრივი ანგარიში გახდა მაგათან შეხვედრაში. აღარარი ეგ სასიხარულო ამბავი. :დდ smiley