ინიესტა: "ატლეტიკო" ტიტულის სამართლიანი პრეტენდენტია"

ინიესტა: "ატლეტიკო" ტიტულის სამართლიანი პრეტენდენტია"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.

"ეს მატჩი რთულია არა მხოლოდ "ბარსელონასთვის", არამედ "ატლეტიკოსთვისაც". მე ვამჩნევ, რომ კონკურენტები აბსოლუტურად თანაბარნი არიან. მადრიდელებმა ბოლო წლებში უზარმაზარი სამუშაო გასწიეს და ამ სეზონში სამართლიანი პრეტენდენტები არიან ტიტულზე. გუნდი გაიზარდა, ჩვენ ამ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. ისინი კარგი რიტმით მიდიან, მაგრამ ადრე თუ გვიან ნებისმიერი გუნდი მარცხდება. ეს გვეხება როგორც ჩვენ, ასევე მათ".

"შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები მოედანზე სრულად დაიხარჯებიან. იმედია, ეს საკმარისი იქნება მოგებისთვის", - ციტირებს ანდრეს ინიესტას სიტყვებს Sport.es.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.