ინიესტას დამატებითი გამოკვლევები ხვალ ჩაუტარდება

ინიესტას დამატებითი გამოკვლევები ხვალ ჩაუტარდება

ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართი მატჩის მეორე ნახევარში მონაწილეობის მიღება ტრავმის გამო ვერ შეძლო. 46-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში არგენტინელი ლეო მესი ჩაერთო. როგორც კლუბის მედიკოსები იუწყებიან ესპანელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა.

"ბარსელონას" ნახევარმცველს დამატებითი შემოწმება ხვალ ჩაუტარდება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა და რამდენ მატჩს გამოტოვებს ესპანელი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.