Sky Italia: ჩავი MLS-ში მუნდიალის შემდეგ წავა
MLS-ს კლუბი, "ნიუ-იორკ რედ ბულსი" კვლავ ცდილობს ჩავი ერნანდესის გადაბირებას. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ჩავი "ნიუ-იორკ რედ ბულსში" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავა, იტყობინება Sky Italia-ს ჟურნალისტი.
"ბარსელონა" არ შეუშლის ხელს 33 წლის ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერს. შეგახსენებთ, რომ ჩავის კატალონიელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა კლუბმა ჩავისთან მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ სცადა. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გადავიდეს ჩავი ამერიკაში, არის ის, რომ "ნიუ-იორკ რედ ბულსში" თამაშობს თავისი ყოფილი თანაგუნდელი, ტიერი ანრი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]