ტიერი ანრი: "ჩავი "ბარსაში" უნდა დარჩეს"

ტიერი ანრი: "ჩავი "ბარსაში" უნდა დარჩეს"

ტიერი ანრი ჭორებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ჩავი კარიერას "ნიუ-იორკ რედ ბულსში" აგრძელებს.

"ჩავის შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მან ყველაფერი გააკეთა ფეხბურთისთვის და "ბარსელონასთვის". ჩემი აზრით, ის "ბარსაში" მთელი ცხოვრება უნდა დარჩეს."

"მას ყველგან შეუძლია თამაში, MLS-ში, საფრანგეთში, ინგლისში. ჩავი წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ხალხმა კვლავ ვერ გააცნობიერა, რისი გაკეთება შეუძლია ესპანელს."

"ჩემი გადმოსახედიდან, ახლა "ბარსა" ძალიან კარგად გამოიყურება. "ბარსელონა" ახლა ძლიერი კლუბია,"-განაცხადა ანრიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.