ინიესტა "ხეტაფესთან" არ იქნება
ანდრეს ინიესტას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. სამედიცინო დასკვნა აჩვენებს, რომ ანდრესს ჩარტყმის შედეგად მხოლოდ მცირე დაზიანება აღენიშნება მარცხენა მუხლზე.
ამისდა მიუხედავად, მარტინო არ აპირებს გარისკვას და ინიესტა ხუთშაბათს მადრიდში თანაგუნდელებთან ერთად არ გაემგზავრება. ის კოპა დელ რეის განმეორებით მატჩს, "ხეტაფესთან" გამოტოვებს.
თუ არანაირი გართულება არ იქნება, ესპანელი ნახევარმცველი ლა ლიგის მორიგ ტურში, "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "ლევანტე" ერთმანეთს 19 იანვარს, 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]