კვირის პირველი სავარჯიშო სესია

კვირის პირველი სავარჯიშო სესია

დასვენების შემდეგ "ბარსელონას" პირველი გუნდი სიუტატ ესპორტივაზე სავარჯიშოდ დაბრუნდა. ფეხბურთელები "ხეტაფესთვის" ემზადებიან. გუნდთან ერთად არ ივარჯიშეს პიკემ და ინიესტამ. მცველმა სპეციფიკური აღდგენითი სამუშაოები შეასრულა, ინიესტა კი განცალკევებით იტვირთებოდა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშისას მიღებული მცირე ტრავმის გამო. სავარჯიშო სესიას შეუერთდნენ ახალგაზრდული გუნდების შემდეგი ფეხბურთელები: ბანუსი, დანი ნიეტო, რომანი, ბაბუნსკი და ონანა. აღსანიშნავია, რომ გუნდს ახალი სავარჯიშო ფორმები აქვს. გუნდი შემდეგ სავარჯიშო სესიას სამშაბათს 6 საათზე ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.