ფაბრეგასის მამა: "ზეიმისას ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს"
ცესკ ფაბრეგასის მამამ გააკეთა კომენტარი იმ ფაქტის შესახებ, რომელიც ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობის აღნიშვნისას მოხდა. როგორც მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები, ჟერარ პიკე და კარლეს პუიოლი ცესკს უკნიდან მიეპარნენ და ჩააცვეს "ბლაუგრანას" ფორმა.
"ეს იყო ზეიმი და ასეთ დროს ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. თუ ვინმემ მომხდარი არასწორად გაიგო, ვეტყვი, რომ მაისურის ჩაცმა დღესასწაულის ერთგვარი ნაწილი იყო. ცესკს ესმის, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის "არსენალი" და იგი არასდროს იტყვის და იზამს ისეთ რამეს, რაც ლონდონელებს გაანერვიულებს. მან მე მითხრა, რომ აპირებს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაფორმებას 2010–2011 წ.წ. სეზონის შემდეგ. ასე რომ "მეთოფეებს" დაფიქრების დრო აქვთ." ციტირებს უფროსი ფაბრეგასის სიტყვებს Press Association.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]