ჟოან ლაპორტა: "მე ცესკს გავუშვებდი"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გააკეთა კომენტარი ფაბრეგასის შესახებ. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს დიდი ხანია სურთ ახალგაზრდა ესპანელი ვარსკვლავის ყიდვა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოზდით.
"მე რომ ვთქვა, რომ ყველაფერს 48 საათში მოვაგვარებთ, ეს დიდი ტყუილი იქნება. როდესაც ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს, თუმცა თვითონ კლუბი მას არ უშვებს, ამას ყოველთვის დიდი პრობლემები მოყვება. თუ ჩემს გუნდში, კაპიტანი მეტყოდა, რომ მან უკვე ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და დროა წავიდეს, მე მას აუცილებლად გავუშვებდი. კარგი იქნებოდა მოლაპარაკებას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მიგვეღწია, ეს უნდოდათ ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს, მწვრთნელს და კლუბის სპორტულ დირექტორს. მე ვიქნები პრეზიდენტი 30 ივნისამდე. ამ დრომდე შევეცდები "ბარსასთვის" ყველაფერი კარგი გავაკეთო და დავეხმარო მას." ციტირებს ლაპორტას სიტყვებს "ბარსელონას ოფიციალური საიტი.
წყარო: sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]