კოდინა:"ქამბექი შესაძლებელია, მაგრამ რთული"
"ხეტაფეს" მეკარემ ხორდი კოდინამ განაცხადა, რომ მის გუნდს შესწევს ძალა დაამარცხოს "ბარსელონა" და გავიდეს შემდეგ ეტაპზე.
"ქამბექი შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული. აუცილებელია გუნდი იყოს ერთიანი და ჰქონდეს მიზანი. ჩვენ გვინდა გამარჯვება. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. შევეცდები კარი მშრალად შევინახო, გოლის გატანას კი ჩემს თანაგუნდელებს მივანდობ."
"პირველ მატჩსი ბევრი უპატიებელი შეცდომა დავუშვით. ამის გამო დავისაჯეთ და დავმარცხდით. ახლა ვიცით როგორ ვებრძოლოთ "ბარსელონას" და როგორ დავამარცხოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიკვდილამდე და გამარჯვებაც მოვა." - დაასრულა კოდინამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]