კასერესს "ბარსას" დამარცხება სურს
კატალონიის "ბარსელონას" მომავალი მეტოქე "სევილიას" მცველის, მარტინ კასერესის აზრით, მის გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ კატალონიის "ბარსელონა" დაამარცხოს. მისი თქმით ეს მატჩი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ძალიან რთული იქნება. "პირველ რიგში, ჩვენ მთელი 90 წუთის მანძილზე მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ჩვენ ჩვენს მოედანზე, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ "ბარსას" დასამარცხებლად ბევრი მუშაობაა საჭირო და ასევე ცოტა იღბალიც", განაცხადა ახალგაზრდა მცველმა. კასერესმა ასევე თქვა, რომ მას მართალია აკავშირებს მოგონებები "ბარსასთან", მაგრამ "ჩვენ "ნოუ კამპზე" დავმარცხდით, ახლა კი ვიმედოვნებ და მსურს, რომ ამ რთულ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ."
ურუგვაელ ფეხბურთელს შეკითხვა ასევე იმ ფეხბურთელებზეც დაუსვეს, რომლებმაც შესაძლოა ამ შეხვედრაში მისი ადგილი დაიკავნო: "მე ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა ითამაშოს, ყველა თავის მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება. თუ მწვრთნელი ალექსისს და ფასიოს აირჩევს ამაში ცუდი არაფერია. ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ორივე მატჩის დაწყებიდან ბოლო წუთამდე გუნდის წარმატებისთვის იბრძოლებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]