პიკე:" შეიძლება ერთ დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტი გავხდე"

პიკე:" შეიძლება ერთ დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტი გავხდე"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მისი მომავალი სრულიად "ბლაუგრანას" ეხება. 

"შესაძლოა ერთ დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტი გავხდები, ამას არ გამოვრიცხავ. ჩემს თავს როგორც მწვრთნელს მომავალში ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მწვრთნელი არ გავხდები."

"მამობა ძალიან მომწონს. ყოველდღე მთელი ოჯახი ერთად რაღაც ახალს ვსწავლობთ. პამპერსების გამოცვლა არ მომწონს, მაგრამ ესეც მამის საქმეა. ზოგჯერ ღამეები არ მძინავს, მაგრამ ეს პერიოდი უკვე გადავიტანეთ."

"მე ლიონელ მესი 12 წლის ასაკში გავიცანი და მას შემდეგ ერთად ვიზრდებით. ის ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება მსოფლიოში. ის მარტოხელა ფეხბურთელია, რომელსაც თავისი გუნდი ძალიან უყვარს." - დაასრულა პიკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.