პიკე:" სრულიად ჯანმრთელი ვარ"

პიკე:"  სრულიად ჯანმრთელი ვარ"

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ დაადასტურა, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესება მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.

"მე ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო გავაკეთო. მე ბედნიერი ვარ იმ თამაშით, რომელიც მოცემულ წუთებში ვაჩვენე. მე ვერაფერით შევცვლი სახალხო აზრს."

"ვფიქრობ ცოტა ხანი ხალხი არ მაფასებდა, თუ რას ვაკეთებდი და როგორ ვთამაშობდი. მე უფრო მეტს ვსწავლობ ყოველ წელს. ეს წლები ჩემს კარიერაში გაგრძელდება. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მე მძიმე შრომას ვაგრძელებ. ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის და კლუბის წევრი ვარ."

"მატიე ძალიან სწრაფი ფეხბურთელია და ბურთთან ერთად კარგად თამაშობს. ის მაღალია და ჰაერში ძალიან გვეხმარება. მან ადაპტაცია მალე და კარგად გაიარა. მის გვერდით თამაშის დროს დაძაბული ვერასდროს იქნები." - დაასრულა პიკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.