ბარტრა: "ამ სეზონში, "რეალი" და "ატლეტიკო" განსაკუთრებით ძლიერები არიან"
კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, მარკ ბარტრამ, საქებარი სიტყვებით მოიხსენია მადრიდის "ატლეტიკო" და "რეალი". მცველმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში ეს გუნდები შთამბეჭდავად თამაშობენ თავიანთ თამაშს.
"ისინი ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში ძლიერი თამაშის დემონსტირებას ახდენენ. "ატლეტიკო" მტკიცედ იცავდა თავს და სახიფათოა კონტრშეტევებისას. გარდა ამისა, თავის მოედანზე ისინი არ დამარცხებულან. მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" ლიდერობას აგრძელებს და ყველა სიამოვნებას იღებს", - განაცხადა ბარტრამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]