კაპაროსი:"ბარსელონა" მოტივაციას გვმატებს"
"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა "ბარსელონასთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.
"მე "ბარსელონას" ძალიან კარგად ვიცნობ. ამ გუნდის წინააღმდეგ სეზონების განმავლობაში ვთამაშობ. ასევე ისინი ძალიან კარგად გვიცნობენ ჩვენ. ჩვენი მოტივაცია ათმაგდება, როდესაც გვესმის, რომ "ბარსელონას" უნდა დავუპირისპირდეთ."
"წინასწარ ვერ გეტყვით ვინ გაიმარჯვებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და არცერთ ეპიზოდს არ დაუთმოს "ბარსელონას". შეცდომის უფლება არ გვაქვს, ერთი ქულაც კი ჩვენთვის სასურველი შედეგია." - დაასრულა კაპაროსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]