კაპაროსი: "ბარსელონასთან" მატჩები - როგორც ვიზიტები სტომატოლოგთან"

კაპაროსი: "ბარსელონასთან" მატჩები - როგორც ვიზიტები სტომატოლოგთან"

"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა, "ბარსელონასთან" მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა.

"ბარსელონასთან" შეხვედრები იქნება ისეთი, როგორც სამი ვიზიტი სტომატოლოგთან. თუმცა, იმედი მაქვს, ეს ცუდი არ იქნება. ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ჩვენ ვითამაშებთ შესანიშნავ სტადიონზე დიდ გუნდთან", - განაცხადა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება 22 იანვარს, განმეორებითი კი 29 იანვარს.

გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, 19 იანვარს. ამდენად, "ბარსელონა" და "ლევანტე" სამ მატჩს გამართავენ 10 დღის განმავლობაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.