იტალიური პრესა: ჩავი "ნიუ-იორკ რედ ბულსის" წინადადებას დათანხმდა

იტალიური პრესა: ჩავი "ნიუ-იორკ რედ ბულსის" წინადადებას დათანხმდა

კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 33 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, როგორც ჩანს, კარიერას ამერიკულ ლიგაში, MLS-ში გააგრელებს.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ფეხბურთელი დათანხმდა "ნიუ-იორკ რედ ბულსის" წინადადებას და მსოლფიოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამერიკაში გადავა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის კონტრაქტი გათვალისწინებულია 2016 წლამდე. ჩავის, ამ მომენტში, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული აქვს 459 მატჩი, რომლებშიც 55 გოლის გატანა მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.