ლაპორტე: "ბარსას" ინტერესი მახარებს, მაგრამ კონცენტრირებული ვარ "ატლეტიკზე"

ლაპორტე: "ბარსას" ინტერესი მახარებს, მაგრამ კონცენტრირებული ვარ "ატლეტიკზე"

ბილბაოს "ატლეტიკის" მცველმა, ემერიკ ლაპორტემ განაცხადა, რომ მას ძალიან ახარებს "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბის ინტერესი. "ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარ მწვრთნელს, ტატა მარტინოს მიაჩნია, რომ ლაპორტე, შესაძლოა, საკმარისი იყოს გუნდის დაცვის გაძლიერებისთვის.

"რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ინტერესი მახარებს. ბავშვობის წლებში ასეთ გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. მიუხედავად ამისა, ამ მომენტში, მე ამაზე არ ვფიქრობ. მთლიანად ფოკუსირებული ვარ "ატლეტიკის" ამოცანებზე. გარდა ამისა, კატალონიელებმა ჩემთვის 36 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ", - განაცხადა ლაპორტემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.