ლაპორტე: „ბარსელონაში“ გადასვლაზე არ ვფიქრობ“
ბილბაოს "ატლეტიკის" მცველმა, ემერიკ ლაპორტემ ნათლად მიანშინა, რომ არ არის დაინტერესებული გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ის, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს.
ფეხბურთელის თქმით, ის კარიერის ამ ეტაპზე კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.
"მინდა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა და ამის გაკეთება კერძოდ, "ატლეტიკის" შემადგენლობაში. მე არ მაქვს სხვა კლუბში გადასვლის სურვილი. ვცდილობ, მნიშვნელობა არ მივანიჭო ჭორებსა და სხვადასხვა საუბრებს. "ატლეტიკში" მე პროგრესის შესაძლებლობას მივიღე." - განაცხადა ლაპორტემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]