ბუსკეტსი ერთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით არ კმაყოფლიდება
სერხიო ბუსკეტსისთვის ბოლო კვირა ძალიან წარმატებული გამოდგა და მისთვის ყველაფრის ერთად გადამაუშავება ადვილი არ ყოფილა: "სანამ მადრიდში ჩავიდოდით, ვხედავდით ხალხის რეაქციას. მეგონა, რომ ეს შესაფერისი არ იყო, მაგრამ თანდათან გავაანალიზე თუ რა დიდი რამ ჩავიდინთ სამხრეთ აფრიკაში."
"ბარსელონას" ფეხბურთელი მუნდიალის შემდეგ ბადია დელ ვალესში ჩავიდა და მოინახულა სპორტული სკოლა. "ამდენი ხალხის გაბედნიერება მართლაც დიდი რამეა." - განაცხადა სერხიომ ჟურნალისტებთან.
სწრაფი განვითარება
თუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რომელიმე სწრაფად განვითარებულ ფეხბურთელზე ვისაუბრებთ, ეს რა თქმა უნდა შეიძლება ბუსკეტსიც იყოს. "ნადვილად, ორი წლის წინ "ბარსელონას" პირველ გუნდში თამაშს ვერც კი წარმოვიდგენდი. ახლა კი ყველა ტიტული რაზეც კი შეიძლება ფეხბურთელმა იოცნებოს, ჩემითვის ხელმისაწვდომია. ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვთამაშობ "ბარსელონაშიც" და ნაკრბეშიც. რეალობა უკვე დიდი ხანია გადასცდა ყველაზე ოპტიმისტურ ოცნებასაც კი."
კიდევ ბევრი ტიტული
როდესაც მას ჰკითხეს, კიდევ რა არის საჭირო ასეთი მაღალი დონის შესანარჩუნებლად, მან ასეთი პასუხი გასცა: "ევროპის ჩემპიონატი, რომელიც არის ჩვენი ნაკრების შემდეგი მიზანია და ასევე "ბარსელონაში" მოსაგები ტიტულები. სანაკრებო დიდებისთვის კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი, ხოლო კლუბში სულ მალე ავიღებთ ტიტულებს."
ამხანაგური მატჩის შესახებ, რომელსაც ესპანეთი და მექსიკა გამართავენ 11 აგვისტოს მექსიკაში, სერხიომ განაცხადა: "ახლა არდადეგები მაქვს და ვფიქრობ, დამსახურებულად. არ ვიცი რა მოხდება იმ დღეს, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და თუ იმ მატჩში ნეკრებთან ერთად ვიქნები, ყველაფერს გავაკეთებ."
პეპის კონტრაქტი
სერხიოს ახალი გაგებული ჰქონდა პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება: "ეს ნამდვილად კარგი ამბავია კლუბისთვისაც და ჩემთვისაც. მან მე შესაძლებლობა მომცა, მეთამაშა პირველ გუნდში. გვარდიოლამ ნამდვილად გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი კარიერის წარმატებით განვითარებაში. იმედია, პეპი მხოლოდ ერთი წლით არ დარჩება "ბარსელონაში."
სხვა მსოფლიო ჩემპიონატი
მუნდიალის მოგება სერხიოსთვის ბოლო არ იქნება. ამას თავად ფეხბურთელი აცხადებს: "მუნდიალის მოგება ნამდვილად განსხვავებული რამაა. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი თუ გაიკვეხნის მსოფლიო ჩემპიონობით. კარგია, რომ მეც მათ შორის ვარ და მეტსაც გეტყვით, ვიმედოვნებ, მეორედაც გავხდები მუნდიალის გამარჯვებული."





წყარო: www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]