მოისმა "კამპ ნოუზე" ისაუბრა
კლუბის მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლის, საბჭოს წევრის, მოისის აზრით, "კამპ ნოუს" ახალი პროექტი არის საინტერესო, მდგრადი, აუცილებელი და სტადიონის განვითარებისათვის სასარგებლო. რეფერენდუმზე პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მოისის თქმით, ახალი "კამპ ნოუ" სამაგალითო იქნება მთელი მსოფლიოსათვის. ეს პროექტი შეთავსებადია კლუბის მოთხოვნილებებსა და ქალაქში ინტერგრაციასთან. ასეთი ინვესტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლუბის კონკურენტუნარიანობისათვის.
18 თვიანი პროცესი
დირექტორთა საბჭო 18 თვე ამუშავებდა პროექტს. "უკვე დრო იყო. ყველაფერზე უნდა გვეფიქრა და ჩვენ ყველაფრის გათვალისწინება გვინდოდა, ამიტომაც შევქმენით 18 კაცისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა ჩვენი კლუბის სპეციფიკა, წევრების საჭიროებები და სხვა ინსტალაციები. მაგალითად "ბაიერნის", "არსენალისა" და "ბილბაოს" სტადიონები." - განაცხადა მოისმა.
გამორიცხული ვარიანტები
პროცესის პირველი ეტაპისას განიხილეს 5 ვარიანტი. პირველი 3 ვარიანტი მალე გამოირიცხა. პირველი ვარიანტი - მინიესტადის მახლობლად ახალი სტადიონის აშენება - დაიწუნეს სივრცის ნაკლებობის გამო. მეორე ვარიანტი - სტადიონის ნელ-ნელა, ეტაპობრივად დანგრევა - ტექნიკური სირთულის გამო გამოირიცხა. მესამე ვარიანტი - ბილბაოში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება - ტევადობის შემცირების გამო გამორიცხეს.
დარჩა ორი ვარიანტი: ახალი სტადიონის აშენება და არჩეული ვარიანტი, "კამპ ნოუს" რეკონსტრუქცია.
მოისმა თქვა, რომ "პროცესის მეორე ეტაპი ბოლი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ახალი სტადიონის აშენება ხარჯის გამო გამოვრიცხეთ. მშენებლობისათვის დაახლოებით 1,200,000 ევრო იქნებოდა საჭირო, რისი საშუალებაც არ გვაქვს, ამასთანავე ტექნიკური გარემოებები ძალიან რთული, თუმცა განხორციელებადი იყო."
მოდელი მალე იქნება ხელმისაწვდომი
"დაახლოებით ერთ თვეში კლუბის წევრებს პროექტის მოდელის შესწავლა, შემოწმება შეეძლებათ. ასე რომ ისინი რეფერენდუმზე უფრო ნათელი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ."- განაცხადა საბჭოს წევრმა.
რეფერენდუმზე პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კლუბი საბოლოო დეტალების ასარჩევად მოაწყობს არქიტექტურულ კონკურსს: "მოედნის წინა მხარე და გადახურვა პროექტის საბოლოო დეტალები იქნება, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია."
მოისმა გულშემატკივრებსაც მიმართა: "გქონდეთ ის სულისკვეთება, რომელიც გულშემატკივრებს 1922 ("ლეს კორტის" სტადიონი გაიხსნა), 1957 ("კამპ ნოუ" გაიხსნა), 1982 (მსოფლიო ჩემპიონატისათვის "კამპ ნოუს" რემოდელირების პერიოდი) და 1992 (ოლიმპიური თამაშების პერიოდი) წლებში ჰქონდათ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]