"კამპ ნოუზე" მოწევა აიკრძალა
კამპანიის პრეზენტაცია
სამშაბათის რეკლამაში, რომელიც გააკეთა ტონი ფრეიკსმა, ნათქვამია, რომ მალე დაიწყება ახალი პროექტი. რეკლამიდან შევიტყობთ ბოლო თვეებში გატარებულ აქციებს. დირექტორთა საბჭოს ბოლო შეკრებისას გადაწყდა, რომ ეს პროექტი ძალაში უნდა შესულიყო უახლოესი დღეების განმავლობაში. კლუბის პრესასთან ურთიერთობის მდივანმა, ტონი ფრეიკსმა განაცხადა: "კამპანია შეიქმნა კლუბის პრინციპებიდან გამომდინარე. კლუბის პრინციპებია: ჯანმრთელობა, სპორტი და ბავშვების უსაფრთხოება, იმიტომ რომ "ბარსელონა" ერთი დიდი ოჯახია".
შეკრების გადაწყვეტილება
ამ კამპანიის დახმარებით "ბარსელონა" ერთ ნაბიჯს გადადგავს მოწევასთან "ბრძოლაში". მიზანი კი ის არის, რომ კამპანიის წევრებმა დასაჯონ მწეველები მთელი სტადიონის მასშტაბით. მოწევა არა მხოლოდ ტრიბუნებზე არ შეიძლება, არამედ დერეფნებსა თუ სხვა განყოფილებებში.
მოწევის აკრძალვა შესასვლელებში
ფრეიკსის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწევა აიკრძალება შესასვლელებშიც. ყველა ის, ვინც შეეცდება დაარღვიოს კანონი დაისხჯება სათანადოდ. სასტიკად აკრძალულია მოწევა სპორტულ და გასართობ ცენტრებში. ზემოთ ნახსენები ადგილები ყველაზე მკაცრად კონტროლდება.
კლუბის სხვა რეფორმები
მოწევა ასევე აიკრძალება "Palau Blaugrana"–ში. კანონის თამახმად ეს წესი გავრცელდება მთელ კომპლექსში, კერძოდ "სიუდად ესპორტივო ჯოან გამპერზე".
ევროპული მოთხოვნები
მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ევროპის რამდენიმე გუნდში. 2007 წელს, გაერთიანებულ სამეფოში აიკრძალა მოწევა ყველა დაკეტილ ზონაში. ყველაზე მოწევად ზონად ითვლებოდა ტრიბუნა და მაღალი ადგილები, მაგრამ აქ კონტროლდება 50%–ზე მეტი შემთხვევა. ინგლისში ზოგიერთი სტადიონი ნახევრად დახურულია, მაგრამ ყველა ასეთ ადგილზე აკრძალულია თამბაქოს მოხმარება. ამ დრომდე რამდენიმე კლუბში დასაშვებია მოწევა, მაგალითად: "აიაქსსა" და "ლევერკუზენში". "ფიფა"–მ მოწევა აკრძალა 2002 წლის მუნდიალისა და 2010 წლის მუნდიალის სტადიონებზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]