CP5

CP5

თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ესპანეთის ნაკრების ყოველი ფეხბურთელი წითელ საათს ატარებს. ეს დამთხვევა არ არის. კარლეს პუიოლმა ნაკრების თითოეულ წევრს თავისი ბრენდის მიერ გამოშვებული საათი აჩუქა.

 ამ საათს ჰქვია "CP5". ალბათ მიხვდით, რომ ეს "ბარსელონას" კაპიტნის ინიციალებია, პლიუს ამას მისი საკლუბო და სანაკრებო მაისურის ნომერი. თუ "sport"-ს დავუჯერებთ, ეს საჩუქარი მსოფლიო ჩემპიოანტის მოგების აღსანიშნავად გაკეთდა.

 ეს არის სპეციალურად ნაკრების წევრებისთვის შექმნილი ტაიმერი. საათი წითელი ფერისაა. დაახლოებით სწორედ ისეთი, როგორიც სურათზეა. ისრები ოქროსფერია და ალუმინისგან არის დამზადებული. ეს საათი დაახლოებით 170 ევრო ღირს.

 კარლეს პუიოლმა საკუთარი საათის ბრენდი 2008 წლის დეკემბერში შექმნა და იმ დროიდან მოყოლებული ეს პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოინახულოთ ეს საიტი: www.macchinacp5.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.