სუბისარეტა: "ტერ შტეგენის ტრანსფერზე საუბარი ძალიან ადრეა"
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბმა უკვე მოაწერა ხელი წინასწარ შეთანხმებას მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარესთან.
"ბარსელონას" არავინ არ გაუფორმებია ზამთრის სატსრანსფერო ფანჯრის დროს და მე არ ვარ დაწრმუნებული, რომ ჩვენ რაიმე ტრანსფერს იანვრის ბოლომდე განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, არსებობს პოზიციები, რომლებიც უნდა გაძლიერდეს, მათ რიცხვში შედის მეკარის პოზიციაც, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინოფრმაცია ტერ შტეგენის გაფორმებაზე. რბილად რომ ვთქვათ, ეს ნაადრევია. ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე კანდიდატურაზე. ეს საკითხი ნათელი მოგვიანებით გახდება".
"ამ მომენტში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კონტრაქტის გახანგრძივება ჩვენ ლიდერებთან. ინიესტასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ანდრესი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის", - განაცხადა სუბისარეტამ Marca-სთან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]