კატალონიური პრესა: როსელი გადადგომას აპირებს

კატალონიური პრესა: როსელი გადადგომას აპირებს

ორივე წამყვანი კატალონიური სპორტული გამოცემა La Vanguardia-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი თანამდებობიდან გადადგომის ვარიანტს განიხილავს.

როგორც ცნობილია, სასამათლომ სანდრო როსელის წინააღმდეგ აღძრული საქმე წარმოებაში მიიღო. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს ნეიმარის ტრანსფერიდან თანხის მითვისება ბრალდება. გავრცელებული ინფორმაციით, როსელი მიიჩნევს, რომ ნეიმარის ტრანსფერში უკანონო არაფერია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო პროცესი დიდხანს გაიწელება, რაც "ბარსელონას" იმიჯზე უარყოფითად აისახება. სწორედ ესაა გადადგომაზე დაფიქრების მიზეზი - ჟურნალისტების ცნობით, როსელს სურს, სასამართლო დავა პირადად მას უკავშირდებოდეს და არა კლუბს.

თუმცა, Sport-ის ცნობით, როსელის გადადგომის შემთხვევაში, მომჩივანი ხორდი კაზესი აპირებს საქმე ვიცე-პრეზიდენტების, ხოსეპ მარია ბართომეუსა და ხავიერ ფაუსის წინააღმდეგაც აღძრას.

ივარაუდება, რომ როსელი კლუბის მმართველ პირებთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში გაივლის და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.