როსელი დღეს გადადგება

როსელი დღეს გადადგება

სანდრო როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტი ხვალიდან აღარ იქნება. ეს ცნობილი დღეს გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 18 საათზე, საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ პრესკონფერენციის დროს გააკეთებს როსელი გადადგომის შესახებ განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ როსელის გადადგომის მიზეზი ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით შექმნილი გაუგებრობაა. "ბარსას" პრეზიდენტს ტრანსფერიდან ფულის მითვისებაში ედავებიან. სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო. როსელის აზრით, კლუბის წინააღმდეგ საქმის მიმდინარეობას მის იმიჯს ზიანს მიაყენებს. ამიტომ, როსელმა გადადგომა გადაწყვიტა და ამიერიდან, საქმე არა "ბარსელონას", არამედ როსელის წინააღმდეგ იქნება აღძრული.

ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იქნება. ივნისში ახალი არჩევნები გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტობისთვის ვილარუბი იბრძოლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.