ტელიო: „მადლობა მესის“

ტელიო: „მადლობა მესის“

"ლევანტესთან" გამართულ სათასო თამაშში ჰეთ თრიქის ავტორი კრისტიან ტელიო მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს და 3 საგოლე გადაცემის მიმცემ ლიონელ მესის მადლობას უხდის.

"მესის წყალობით, კარის წინ 3-ჯერ აღმოვჩნდი. ასე რომ, მას მადლობა უნდა ვუთხრა. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა ფუფუნებაა.

როდესაც ერთ მატჩში 3 გოლი გაგაქვს ეს დამაჯერებლობას გძენს. ძალიან მოხარული ვარ იმის გამო, რომ შანსები გამოვიყენე.

"ლევანტესთან" მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს არ გვიმართლებდა. გუნდი დაძაბული იყო, მაგრამ მე-2 ტაიმში შექმნილი შანსები გამოვიყენეთ.

ვიცი, რომ იანვარში ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები ვრცელდება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და იმედი მაქვს, რომ "ბარსელონაში" კიდევ არაერთი წლის განმავლობაში ვითამაშებ." - აცხადებს ტელიო თამაშის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.