კრისტიან ტელიო: მესის განეიტრალება შეუძლებელია
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად "ბეტისში" მოთამაშე კრისტიან ტელიო, კატალონიურ კლუბთან წაგების (0:5) შემდეგ, მატჩის გმირზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.
"ამ ეტაპზე, მესის განეიტრალება შეუძლებელია. საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე გვაქვს. მესი აკეთებს იმას, რაც სხვას არავის შეუძლია.
შესვენებაზე მას მაისური ვთხოვე. საქმე ისაა, რომ როდესაც მასთან ერთად თამაშობ, მსგავს საკითხებს ყურადღებას არ აქცევ. შემდეგ კი ხვდები, რომ მისი მაისური არ გაქვს." - ციტირებს ტელიოს სიტყვებს Mundo Deportivo.
"ბენიტო ვილიამარინზე" გუშინ გამართულ შეხვედრაში მესიმ თავი 2 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]