გვარდიოლა: "ტერ შტეგენი - კარგი მეკარეა, მაგრამ ნოიერი საუკეთესო"
"მიუნხენგლადბახისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც გუშინ ბუნდესლიგის ეგიდით გაიმართა, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც მეტოქის მეკარე შეაქო. ესპანელის აზრით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" იდეალურად მოერგებოდა.
"ტერ შტეგენი - ძალიან კარგი მეკარეა, ერთ-ერთი საუკეთესო პლანეტაზე და ის შესანიშნავი ვარიანტია "ბარსელონასათვის". თუმცა მიუხედავად ამისა აქ, "ბაიერნში" მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი ასპარეზობს." - განაცხადა, გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]