"ასტონ ვილას" დონგუ უნდა
ინგლისურმა კლუბი "ასტონ ვილა" კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელით ჟოან მარი დონგუთი დაინტერესდა.
ბირმინგენულ კლუბს ფეხბურთელის ჯერ არენდით აყვანა, სურვილის შემთხვევაში კი შეძენის სურვილი გამოთქვა. "სტონ ვილა" კამერუნელ ფეხბურთელში 2 მილიონ ფუნტს სტერლინგამდე დახარჯავს.
18 წლის ჟოან მარი დონგუმ სულ ახლახანს ითამაშა პირველად პრიმერა დივიზიონში "ლევანტეს" წინააღმდეგ. ჯერ-ჯერობით მას პირველი გუნდის შემადგენლობაში გოლი არ გაუტანია, თუმცა გულშემატკივრებს აქტიური თამაშით თავი დაამახსოვრა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]