მარტინო:"ნეიმარზე ზეგავლენას ვერაფერი მოახდენს"
ტატა მარტინომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და ნეიმარზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, სანდრო როსელის გადადგომა ჩემთვის კარგი არ ყოფილა. მე მივეჩვიე მასთან თანამშრომლობას. მე შევეცადე გუნდის ფეხბურთელები ამ სიახლეებისგან ჩამომეშორებინა და ყველაფერი მოედანზე დაგვემტკიცებინა."
"ახალი პრეზიდენტი არ ჩანს წინაზე სუსტი. მე მათაც ხშირად ვესაუბრებოდი სეზონის განმავლობაში. სუბი და ბართომეუ პროფესიონალები არიან და მათ თავიანთი საქმე კარგად იციან."
"მე ჩემი ფეხბურთელები ვიცი. მათ სიამოვნებთ ამ კლუბის ფორმით თამაში. მათ სურთ ითამაშონ, პატივი სცენ სტილს და მოიგონ. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ნეიმარი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. მასზე ზეგავლენა ჯერ-ჯერობით ვერაფერმა მოახდინა." - დაასრულა მარტინომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]