ინიესტამ და პუიოლმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ინიესტამ და პუიოლმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი, ამ დილით სიუტატ ესპორტივოზე გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ, "მალაგასთან" გამოტოვებული მატჩის შემდეგ. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე ალექს სონგი და მარტინ მონტოია, რომელთაც მცირე ტრავმა ჰქონდათ.

მოთამაშეები, რომლებიც "მალაგასთან" მატჩში გამოირჩნენ, მათ შორის პედრო, აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები დონგუ და ორტოლა, ასევე ახალგაზრდული A გუნდის ფეხბურთელები ენგენი და ებველი.

ფეხბურთელები ვარჯიშს სამშაბათს დაუბრუნდებიან, რომლებიც ფოკუსირებულნი იქნებიან ოთხშაბათს "კამპ ნოუზე" გასამართ სათასო მატჩზე, "ლევანტეს" წინააღმდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.